საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა

d

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა

გამოქვეყნებულია: 26/05/2022

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამემამულენო!

გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი საქართველოს ისტორიის ის გამორჩეული და სრულიად განსხვავებული თარიღია, რომელიც ერთიანად ძვირფასი, სანუკვარი და ამაღლებულია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და უცხოეთში მცხოვრები ყველა ჩვენი თანამემამულისთვის. ეს არის დღე, რომელიც სამშობლოს ერთგულებით, სიყვარულით და თავისუფლების იდეით აერთიანებს თითოეულ ჩვენთაგანს და  უდიდესი რწმენით აღავსებს დამოუკიდებელი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას, კეთილდღეობასა და წინსვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ნინო ქადაგიძე

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi