უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს...

j

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 15/07/2021

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსების ნორმების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომობის გაღრმავების საკითხებზე. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები განიხილეს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვისათვის.  გაეროს ბავშვთა ფონდი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საერთო სასამართლოების სისტემას და საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების მონაწილეობით მართავს ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატეს გათვალისწინებას უწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi