საერთო სასამართლოების ანალიტიკური...

a

საერთო სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრა

გამოქვეყნებულია: 08/06/2021

2021 წლის 2 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ორგანიზებით, ზუმის პლატფორმაზე, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების  ანალიტიკური/განზოგადების სამსახურების თანამშრომლები.

შეხვედრა გაცნობით-სამუშაო ხასიათს ატარებდა, სადაც გაზიარებულ იქნა პანდემიის ფონზე განხორციელებული სამუშაოები. პრაქტიკაში არსებული გამოწვევების კვალდაკვალ და ასევე, საქმიანობაში დუბლირების თავიდან აცილების, რესურსებისა და დროის რესურსის დაზოგვის მიზნით შეხვედრაზე გადაწყდა ერთიანი ბაზის შექმნა, რომელზე წვდომაც ექნებათ ანალიტიკური რგოლების თანამშრომლებს.

მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიიღებს და გაიმართება კვარტალში ერთხელ.  შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა ოქტომბრის თვეში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi