საქართველოს მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე...

xxix

საქართველოს მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე კონფერენცია

გამოქვეყნებულია: 19/05/2021

2021 წლის 19 მაისს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს მომართა, საქართველოს საერთო სასამართლოების 1/5-ზე მეტმა მოსამართლემ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და მოითხოვეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 (ოთხი) მოსამართლე წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 1 (ერთი) მოსამართლე წევრის და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 5(ხუთი) წევრის არჩევის მიზნით, 2021 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე.

შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა XXIX რიგგარეშე კონფერენცია, გაიმართება 2021 წლის 26 მაისს.მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე, ადგილი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მის.: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭვირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე (25მაისის, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6.

საკონტაქტო პირი:

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტეტის სამდივნოს წევრი

თორნიკე ქოჩქიანი -  kochkiani.tornike@gmail.com; ტელ: 598 465351.

იხილეთ დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi