მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის შეხვედრა...

ghr

მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 02/03/2018

2018 წლის 2 მარტს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ადმინისტრაციული სამართლის სექტორის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე, საერთო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების თანაშემწეებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ ნუგზარ სხირტლაძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ თეა ძიმისტარაშვილმა იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივ ასპექტებზე როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის ჭრილში.

მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძემ მიმოიხილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის განვითარების ისტორია და  ისაუბრა ზოგადად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ცნებისა და დაცულ სფეროზე, ასევე საერთაშორისო კონვენციებსა და ევროსაბჭოს იმ დირექტივებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროს არეგულირებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები  მიმოიხილა თავის გამოსვლაში მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოსთან ერთად შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი მოსამართლეების თანაშემწეები თბილისის სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან. შეხვედრის დასასრულს გაიმართა მცირე დისკუსია და მონაწილეთა მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც  გაგრძელდეს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi