ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირთან...

rge

ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე

გამოქვეყნებულია: 10/11/2017

2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ ანგარიში გამოქვეყნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს მიღწევებს 2016 წლის 2 დეკემბრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით დადებითად არის შეფასებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის მაისში სასამართლო სისტემის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღება. ამასთან, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოსმიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცედურების, ისევე როგორც დისციპლინური პროცედურების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების აუცილებლობაზეა მითითებული.

ანგარიშის თანახმად, განხორციელდა ნაფიც მსაჯულთა რეფორმა, რომელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გარდა, რეგიონების სასამართლოებიც განიხილავენ ნაფიც მსაჯულთა საქმეებს სხვადასხვა დანაშაულების თაობაზე.

ანგარიშში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დანერგვის პროცესი შეფასდა და პოზიტიურად არის მიჩნეული განრიდებული ბავშვების რიცხვის ზრდა, რომელმაც გადააჭარბა ბრალდებული ბავშვების რიცხოვნობას. ასევე, ევროკომისია დადებითად აფასებს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბავშვების და მსჯავრდებული ბავშვების რიცხვის მყარ შემცირებას და სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებების ფართოდ გამოყენებას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებისთვის სამომავლო ცვლილებების საჭიროებაზეა აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით საქართველო მაღალი პოზიციაზეა, თუმცა აუცილებლადაა მიჩნეული გადახდისუუნარობის კანონმდებლობის დახვეწა. დამატებით, ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის სტარტეგიასა და სამოქმედო გეგმაზე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და 2016 წლის საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის თაობაზე, რომლის მიხედვით კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 2015 წელთან შედარებით.  

დეტალური ინფორმაცია ანგარიშის თაობაზე იხილეთ:

https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/35362/association-implementation-report-georgia-joint-staff-working-document_en 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi