საქართველოს უზენაესი სასამართლო
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის 19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 24 ივნისს, ქ.ბათუმში.
სამუშაო გამოცდილება
2018 წლის 16 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა.
2015-2018 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
2014 -2015 წლებში მუშობდა საქართველოს პროკურატურაში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე.
2013-2014 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა.
2012-2013 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი; ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2012 წელს იყო საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელის; ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის; საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.
2007-2009 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.
2005-2007 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი; ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.
2005 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლად.
განათლება
2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლისმცოდნის სპეციალობით, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2018 წლის 2 აპრილიდან არის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი.
2006 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
მირანდა ერემაძე
მოსამართლე
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
მოსამართლე
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე
გოჩა აბუსერიძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ბიძინა სტურუა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
მოსამართლე
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ლევან თევზაძე
მოსამართლე
რევაზ ნადარაია
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლე
თამარ ოქროპირიძე
მოსამართლე
თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლე
გენადი მაკარიძე
მოსამართლე
ნინო სანდოძე
მოსამართლე