თვითმმართველობის ორგანო

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:

ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;

ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;

ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები).

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

აპრილი 2024

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi