საქართველოს უზენაესი სასამართლო
ლევან თევზაძე
მოსამართლე
2021 წლის 12 ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 28 მაისს.
სამუშაო გამოცდილება:
2018 წლის თებერვლიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე (2018 წლიდან თანამდებობაზე არჩეულია უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე).
2016-2019 წლებში - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
2015-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
2013-2018 წლებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე;
2009-2012 წლებში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2008-2009 წლებში - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2008 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად;
2005-2007 წლებში იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი გამომძიებელი;
2005 წელს - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;
2004-2005 წლებში - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე;
2004 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;
2003-2004 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსად;
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილედ;
2001-2002 წლებში - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი;
2011-2012 წლებში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; 2014 წელს - სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადებების განმსაზღვრელი კომისიის წევრი; 2018 წლიდან - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხებზე; 2018-2019 წლებში - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; 2019 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრი.
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი:
სტატიები: ,,თავისუფლების აღკვეთის შეფარდების თავისებურებანი საქართველოს სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“, ,,მაია ივანიძე 50“, საიუბილეო კრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რედაქტორი: თამარ მახარობლიძე, თბილისი, 2016წ; ,,დასაბუთებული განაჩენი, როგორც ჯეროვანი მართლმსაჯულების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №4(60)2018, საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია რედაქტორი ნინო ძიძიგური, თბილისი 2018; წიგნი - „სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე“ - თანაავტორი, თბილისი, 2015 წელი; დისტანციური სწავლების კურსი - ევროპის საბჭოს ,,HELP”-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე შექმნილი დისტანციური სწავლების კურსის - „სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება“ - თანაავტორი, თბილისი, 2018წ.
განათლება:
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
2014 წლის სექტემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
მირანდა ერემაძე
მოსამართლე
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
მოსამართლე
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე
გოჩა აბუსერიძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ბიძინა სტურუა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
მოსამართლე
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
მიხეილ ჩინჩალაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
რევაზ ნადარაია
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლე
თამარ ოქროპირიძე
მოსამართლე
თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლე
გენადი მაკარიძე
მოსამართლე
ნინო სანდოძე
მოსამართლე
ირაკლი ბონდარენკო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე