საქართველოს უზენაესი სასამართლო
გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე
2021 წლის 12 ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1971 წელს, ქ. კასპში.
სამუშაო გამოცდილება:
2016 წლის 25 ივლისიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
2006-2016 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი;
2005-2010 წლებში ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში;
2004-2005 წლებში - ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის - „EUJUST-THEMIS“ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კონცეფციის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი;
2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე;
2001-2004 წლებში - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტებში.
გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, მათ შორის ხუთი მონოგრაფია: „შედარებითი ფედერალიზმი“ (2000 წ), „შედარებითი კონსტიტუციური სამართალი“ (2019 წ), „კონსტიტუციური სამართალი“ (ა. დემეტრაშვილის თანაავტორობით, 2019 წ), „სამოსამართლო სამართალი“ (2020 წ), ,,მართლმსაჯულების ხელოვნება მეტრ ფრანსუა რაბლესი“ (2021 წ).
არის უნგრეთის შედარებითი სამართლის აკადემიის წევრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
განათლება:
1994-1999 წლებში წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1999 წელს დაიცვა დისერტაცია კონსტიტუციურ სამართლში;
1999 წელს გაიარა სტაჟირება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტში), შედარებით კონსტიტუციურ სამართალსა და შედარებით ადმინისტრაციულ სამართალში;
2002-2003 წლებში იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი (ქ. თბილისი/ქ. სტრასბურგი).
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე.
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
მირანდა ერემაძე
მოსამართლე
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
მოსამართლე
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
გოჩა აბუსერიძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ბიძინა სტურუა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
მოსამართლე
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
მიხეილ ჩინჩალაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
ლევან თევზაძე
მოსამართლე
რევაზ ნადარაია
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლე
თამარ ოქროპირიძე
მოსამართლე
თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლე
გენადი მაკარიძე
მოსამართლე
ნინო სანდოძე
მოსამართლე
ირაკლი ბონდარენკო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე