გიორგი მიქაუტაძე - თავმჯდომარის მოადგილე,...

giorgi mikautadze

გიორგი მიქაუტაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 6 სექტემბერს თბილისში.

განათლება

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.

2006-2010 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2010 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2012-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2015-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანი.

2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

shalva tadumadze

შალვა თადუმაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

მარტი 2024

  • Previous month
  • Next month
მარტი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi