საქართველოს უზენაესი სასამართლო 11-10-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.12.2022
მიმდინარე წლის 3 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძე. მისასალმებელი სიტყვით, ასევე, წარდგნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
ღონისძიება საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით, კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა