საქართველოს უზენაესი სასამართლო 15-01-2025
ამობეჭდვაუზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის პირველ სართულზე განთავსებულია საცავი, სადაც ინახება საარქივო მასალა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მკითხველს საშუალება აქვს ადგილზე გაეცნოს საჭირო ინფორმაციას საარქივო კლასიფიკატორის მეშვეობით.
უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის მე-2 სართულზე ფუნქციონირებს ორი სამკითხველო დარბაზი უცხოური და ქართული ლიტერატურისათვის. ბიბლიოთეკა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. დანერგილია წიგნადი ფონდის გამოყენების თანამედროვე მეთოდები, კერძოდ, მკითხველს საშუალება აქვს ბიბლიოთეკარის დაუხმარებლად წიგნადი ფონდიდან თვითონ მოიძიოს შესაბამისი ლიტერატურა.
იგი ხელმისაწვდომია, როგორც პროფესიონალი იურისტების, ასევე არაიურისტი მკითხველისათვის. მათ განკარგულებაშია უახლესი იურიდიული ლიტერატურა ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მკითხველთა რიცხვი ყოვლედღიურად იზრდება. რეგისტრაციის დროს უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათზე აღინიშნება კატეგორიის (იურისტი, მეცნიერმუშაკი, ასპირანტი, სტუდენტი, მოსმართლე და სხვა სპეციალობის) ნომერი. ნომრის დადგენა ხდება მკითხველის პროფესიის მიხედვით. ეს კი აადვილებს სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებას, თუ რა პროფესიის მკითხველია ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი.
სასურველი წიგნის მოძიება ხდება ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად შექმნილი პროგრამისა და კლასიფიკატორის საშუალებით.
ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას წარმართავს კომპიუტერული სამუშაო პროგრამის მიხედვით. ელექტრონული კატალოგი აადვილებს ინფორმაციის სწრაფ მიწოდებას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა