საქართველოს უზენაესი სასამართლო 22-12-2024
ამობეჭდვასაქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალიზებული იურიდიული
ბიბლიოთეკა გაიხსნა 2003 წლის 18 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ბატონ ლადო ჭანტურიას თაოსნობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს USAID-ს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის ABA-ს ფინანსური
მხარდაჭერით. ბიბლიოთეკის დაკომპლექტებაში დიდი წვლილი მიუძღვის რობერტ ბოშის ფონდს
და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას (GTZ).
ბიბლიოთეკა უზენაესი სასამართლოს ცენტრალური შესასვლელის მარჯვენა ფლიგელშია
განთავსებული. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
აპარატის რეგლამენტისა და შიდა განაწესის მიხედვით. აქტიურად თანამშრომლობს, როგორც
საქართველოში მოქმედ ბიბლიოთეკებთან, ასევე _ უცხოეთის, კერძოდ MAX-PLANCK-ის
ინსტიტუტის იურიდიულ ბიბლიოთეკასთან. წიგნადი ფონდი სისტემატურად ივსება სხვადასხვა
დაწესებულების დახმარებით, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების
ფინანსური მხარდაჭერა.
იურიდიული ბიბლიოთეკა მდიდარია ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნებით, რომელთა პრეზენტაციაც ამავე ბიბლიოთეკაში სისტემატურად ეწყობა.
უზენაესი სასამართლოს იურიდიული ბიბლიოთეკის
სამუშაო დღეები:
ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 09:00 -
18:00
დასვენების დღეები - შაბათი,კვირა
ძმები ზუბალაშვილების ქ. 32
ტელ. 93-15-47
ელ-ფოსტა: biblioteka@supremecourt.ge
თანამშრობლები:
უზენაესი სასამართლოს საბიბლიოთეკო სექტორის ხელმძღვანელი: მარინა ცისკარაშვილი
სპეციალისტი: ლაურა ვალიშვილი
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა