Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 09-05-2025

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 05.12.2022

პანელური დისკუსია თემაზე“ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში - 2022“

მიმდინარე წლის 1-3 დეკემბერს ქვიშხეთში, სასტუმრო „მწერლებში“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, მოსამართლეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და  იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში -2022“.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში, კემლინ ფურლიმ და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თავშესაფრის საქმეებთან დაკავშირებული ტენდენციები და გამოწვევები ეროვნულ პრაქტიკაში, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა