საქართველოს უზენაესი სასამართლო 01-11-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 27.09.2022
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერის თაობაზე მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა; ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რინა კალიურანდიმ; დევნილთამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მაოდგილემ, თამილა ბარკალაიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილემ, ელისო შონიამ.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, განხილულ იქნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მომსახურების გაწევისთვის საჭირო რეკომენდაციები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა