საქართველოს უზენაესი სასამართლო 27-07-2024
ამობეჭდვასაქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოქმედებს უზენაესი სასამართლოს აპარატი.
უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.
უზენაესი სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა